Saturday, October 13, 2018

მეცხრე დღე

დრეს გავაკეთეთ საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ პრეზენტაციის და ჩვენი საქაღალდის ბლოგზე გამოქვეყნება. გავაკეთეთ საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია და სათითაოდ იქნა ტრენერის მიერ შემოწმებული ჩვენ საქაღალდეში განთავსებული დოკუმტაცია. შენიშვნები ჩავინიშნე.

Sunday, October 7, 2018

მერვე დღე

დღეს ჩავამატეთ სასარგებლო ბმულებში ახალი ლინკები. ასევე შევავსეთ სასწავლო გეგმაში დიფერენცირებულ სწავლებაში ინფორმაცია.კიდევ ერთხელ გავეცანით თუ რა დოკუმენტაცია უნდა მქონდეს ჩემი სახელი და გვარის საქაღალდეში,ასევე პროექტების ნიმუშებს, მოსწავლეების მხარდასაჭერად ახალი დოკუმნტების შექმნას.ძალიან საინტერესოდ წარიმართა სწავლება, რადგანაც ბევრის მომცვლელია სატრნინგო მასალა უფრო კარგი იქნებოდა გაზრდილიყო ტრენინგის ხანგრძლივობა

Saturday, October 6, 2018

მეშვიდე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა.
გავეცანით  შეფასებებს: შეფასებების ინსტრუმენტებს; შეფასების სტრატეგიებს; განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს; შეფასებების დაგეგვმას ცხრილებში; შეფასებების განსაზღვრას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის; კონკრეტული ინდიკატორის განსაზღვრისას შესაბამისი ქულის მინიჭებას.

დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, September 30, 2018

მეექვსე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვიმუშავეთ ჯგუფებში  ჩვენი პროექტის გარშემო,  წარუდგინეთ ერთმანეთს პროექტი ვიზუალურად.  თითოეულმა შემოიტანა თავისი შენიშვნები, რომელიც გააკეთა კომენტარებში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ პროექტი წარმოვადგინო საინტერესოდ.

Saturday, September 29, 2018

მეხუთე დღე


გავიმეორეთ განვლილი  მასალა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ  ჩანართები, სასარგებლო ბმულები. ვისწავლეთ  როგორ ჩავსვათ  ჩვენს გვერდზე სურათები.შევისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა. შექმნილ გვერდებზე ინფორმაციის სათაურის დაწერა მისი გადიდება და დალინკვა.

Monday, September 24, 2018

მეოთხე დღე

გავიხსენეთ  წინა დღის განვლილი მასალა. პროექტიდან გამომდინარე გავეცანით შეფასების დროში გაწერილ გეგმას. მოსწავლის წინარე ცოდნის შესაფასებლად ჩვენ პროექტთან კავშირში შევარჩიე სოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეს ყველაფერი შევიტანე შეფასების საქაღალდეში.თითოეული კითხვიდან გამომდინარე შევარჩიე აქტივობები.მეცადინეობა სააინტერესოდ წარიმართა.

Saturday, September 22, 2018

მესამე დღე

22 09 2018
დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო,  გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი მასალა,
ვიმუშავეთ  პროექტის დაწერის სხვადასხვა პუნქტებზე,   ვიმუშავეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმაზე, ვიმუშავეთ   შინაარსებისა და მიზნების წერაზე, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, შევადარეთ ჩვენი მიზნები და ა. შ.