Sunday, September 30, 2018
მეექვსე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვიმუშავეთ ჯგუფებში ჩვენი პროექტის გარშემო, წარუდგინეთ ერთმანეთს პროექტი ვიზუალურად. თითოეულმა შემოიტანა თავისი შენიშვნები, რომელიც გააკეთა კომენტარებში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ პროექტი წარმოვადგინო საინტერესოდ.
Saturday, September 29, 2018
მეხუთე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ჩანართები, სასარგებლო ბმულები. ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ ჩვენს გვერდზე სურათები.შევისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა. შექმნილ გვერდებზე ინფორმაციის სათაურის დაწერა მისი გადიდება და დალინკვა.
Monday, September 24, 2018
მეოთხე დღე
გავიხსენეთ წინა დღის განვლილი მასალა. პროექტიდან გამომდინარე გავეცანით შეფასების დროში გაწერილ გეგმას. მოსწავლის წინარე ცოდნის შესაფასებლად ჩვენ პროექტთან კავშირში შევარჩიე სოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეს ყველაფერი შევიტანე შეფასების საქაღალდეში.თითოეული კითხვიდან გამომდინარე შევარჩიე აქტივობები.მეცადინეობა სააინტერესოდ წარიმართა.
Saturday, September 22, 2018
მესამე დღე
22 09 2018
დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო, გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი მასალა,
ვიმუშავეთ პროექტის დაწერის სხვადასხვა პუნქტებზე, ვიმუშავეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმაზე, ვიმუშავეთ შინაარსებისა და მიზნების წერაზე, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, შევადარეთ ჩვენი მიზნები და ა. შ.
დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო, გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი მასალა,
ვიმუშავეთ პროექტის დაწერის სხვადასხვა პუნქტებზე, ვიმუშავეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმაზე, ვიმუშავეთ შინაარსებისა და მიზნების წერაზე, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, შევადარეთ ჩვენი მიზნები და ა. შ.
Sunday, September 16, 2018
პირველი და მეორე დღე
პირველი დღე -მარინე ახალაძე
15 სექტემბერი 2018 წელი
გავეცანი პროექტების სწავლების მოდულებში და აქტივობებში მუშაობას. მივხვდი და გავერკვიე თუ როგორ ადვილად და მოცერცებულად ვიმუშაო ,,შინაარსში“ მოცემულ რვავე მოდულში, რომელსაც აქვს თავისი აქტივობები.
დამატებითი რესურსებიდან გავეცანი თითოეულ გამოყენებულ ფაილს.
გავეცანი მოდულ 8-ში სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, თუ როგორ დავსვა მთავარი კითხვა და როგორ ეფექტურად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და სწავლის შეფასების მიზნით.
შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები და საქაღალდეებში ვისწავლე როგორ ჩამოვტვირთო და ადვილად შევინახო ფაილები. პროექტის შაბლონი გადმოვწერე და შევინახე- სასწავლო პროექტის გეგმის საქაღალდეში .,გავეცანი მის შინაარს, რისთვის მჭირდება.. ასევე გადმოვწერე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი , გავიგე სახელწოდების მნიშვნელობა.
პროექტის სხადასხვა ნიმუშს გავეცანით თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე , რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
ჩემთვის, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იყო სიახლე, მეგონა ვიცოდი პროექტის წერა მაგრამ დღევანდელმა ტრენინგმა უფრო ღრმად გამარკვია.ვიცოდი კომპიუტერთან მუშაობა, თუ როგორ გადმოვწერო და შევინახო ფაილები, მაგრამ უფრო მარტივი ხერხები ვისწავლე.
მეორე დღე
16 სექტემბერი 2018 წელი.
დღეს ჩვენ გავიმეორეთ წონა დღის ნასწავლი, გავარკვიეთ თუ რამე გვაინტერესებდა. შემდეგ ვისწავლეთ ბუკლეტების გამზადება, მასში სურათების ჩასმა,ბლოგებში მუშაობა, გამოქვეყნება, ფაილების ატვირთვა.ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ტრენერი არ იშურებს ძალას და ენერგიას, საინტერესოდ და ამომწურავად გადმოგვცემს ინფორმაციას.
Subscribe to:
Posts (Atom)