Sunday, September 16, 2018
პირველი და მეორე დღე
პირველი დღე -მარინე ახალაძე
15 სექტემბერი 2018 წელი
გავეცანი პროექტების სწავლების მოდულებში და აქტივობებში მუშაობას. მივხვდი და გავერკვიე თუ როგორ ადვილად და მოცერცებულად ვიმუშაო ,,შინაარსში“ მოცემულ რვავე მოდულში, რომელსაც აქვს თავისი აქტივობები.
დამატებითი რესურსებიდან გავეცანი თითოეულ გამოყენებულ ფაილს.
გავეცანი მოდულ 8-ში სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, თუ როგორ დავსვა მთავარი კითხვა და როგორ ეფექტურად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და სწავლის შეფასების მიზნით.
შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები და საქაღალდეებში ვისწავლე როგორ ჩამოვტვირთო და ადვილად შევინახო ფაილები. პროექტის შაბლონი გადმოვწერე და შევინახე- სასწავლო პროექტის გეგმის საქაღალდეში .,გავეცანი მის შინაარს, რისთვის მჭირდება.. ასევე გადმოვწერე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი , გავიგე სახელწოდების მნიშვნელობა.
პროექტის სხადასხვა ნიმუშს გავეცანით თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე , რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
ჩემთვის, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იყო სიახლე, მეგონა ვიცოდი პროექტის წერა მაგრამ დღევანდელმა ტრენინგმა უფრო ღრმად გამარკვია.ვიცოდი კომპიუტერთან მუშაობა, თუ როგორ გადმოვწერო და შევინახო ფაილები, მაგრამ უფრო მარტივი ხერხები ვისწავლე.
მეორე დღე
16 სექტემბერი 2018 წელი.
დღეს ჩვენ გავიმეორეთ წონა დღის ნასწავლი, გავარკვიეთ თუ რამე გვაინტერესებდა. შემდეგ ვისწავლეთ ბუკლეტების გამზადება, მასში სურათების ჩასმა,ბლოგებში მუშაობა, გამოქვეყნება, ფაილების ატვირთვა.ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ტრენერი არ იშურებს ძალას და ენერგიას, საინტერესოდ და ამომწურავად გადმოგვცემს ინფორმაციას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment